„ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
179
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-05
სარეგისტრაციო კოდი
020020000.08.002.016197
„ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №179

2011 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის №403 ბრძანებულებაში (სსმ III, 2009 წ., № 86, მუხ. 923) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვა (ციფრი): „მე-18 მუხლის“ შეიცვალოს სიტყვით (ციფრით): „მე-11 მუხლის“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:

ბ.ა) მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის:

ბ.ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ.ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამედიცინო დაწესებულებები, აგრეთვე ყველა ადმინისტრაციული ორგანო, ამ პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ორგანოების გარდა, მონაცემებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებისათვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.


მ. სააკაშვილი
 

კრებსითი — სრული ვერსია