ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2000-02-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №21

2000 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის შესახებ

„მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის შესრულების, ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების შემდგომი სრულყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა საფუძველზე:            

1. ადგილობრივი მმართველობის ტექნიკური აღრიცხვის ტერი­ტორიული სამსახურები გარდაიქმნან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.

2. ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების სახელმ­წიფო მაკოორდინებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, ხოლო სახელმწიფო კონტროლის ორგანოდ – შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის აღმასრულებელი ორგანოები.

3. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა საქართველოს ურ­­ბა­­ნი­ზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით ერთ თვეში დაამტკიცონ აღნიშნული სამსახურების დებულება.

4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა უზრუნ­ველყონ სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური პირობებით აღჭურვა თანამედროვე დონეზე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია