საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2495
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-07-18
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-08
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.001.330
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 66-ე ნაწილი:

„66. შეწყდეს საგადასახადო ვალდებულებები ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული მიწის გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე 2003 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დარიცხულ საურავებზე და მათი ჩამოწერა განხორციელდეს ამ კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 18 ივლისი.

№2495_რს

კრებსითი — სრული ვერსია