მ. გოგიაშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
306
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-08-03
გამოქვეყნების თარიღი
2004-04-20
სარეგისტრაციო კოდი
040230000.05.002.000000
მ. გოგიაშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №306

2001 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

მ. გოგიაშვილის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანი მირიან გოგიაშვილი დაინიშნოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად.

2. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობას დაემატოს მირიან გოგიაშვილი – ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია