საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2470
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-15
სარეგისტრაციო კოდი
270.000.000.05.001.001.327
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

საქართველოს შრომის კანონთა კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1973 წ., №6, მუხ. 118) მე-80 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე განლაგებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და უწყებებში, აგრეთვე მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დასაქმებულ პენსიონერებს ხელფასთან ერთად მიეცემა შესაბამისი პენსია სრული ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2470-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია