საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №666
2009 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ზ. პოლოლიკაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს უფლებამოსილება, რომ ხელი მოაწეროს „საქართველოს მთავრობასა და ქუვეითის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კ. ბაინდურაშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის №470 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი