„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
158
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-05
სარეგისტრაციო კოდი
290160000.10.003.016318
„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №158

2011 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 დადგენილებით (სსმ, 2009 წელი, მუხლი 1798, გვერდი 21) დამტკიცებულ „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით სადაზღვევო ვაუჩერის პირობებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 1 აპრილამდე თითოეულ დაზღვეულზე წლიური სადაზღვევო შესატანის (პრემიის) ოდენობა განისაზღვრება შესაბამის სამედიცინო რაიონში კონკურსის წესით გამარჯვებული მზღვეველის მიერ დაფიქსირებული ფასის მიხედვით, ხოლო 2011 წლის 1 აპრილიდან შესაბამის სამედიცინო რაიონში კონკურსის წესით გამარჯვებული მზღვეველის მიერ დაფიქსირებული ფასისა და 0,36 ლარის სხვაობის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციას დაემატოს შემდეგი დასახელების ორგანიზაციული კოდი: „სსიპ – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური“.

მუხლი 3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, „ჯანმრთელობის დაზღვევის“ (ორგანიზაციული კოდი – 35 12 01) შემცირების ხარჯზე შესაბამისი თანხით გაზარდოს ორგანიზაციული კოდი: „სსიპ – ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური“.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი            ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია