"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამასახურეთა თანამდებობორივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-29
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-05
სარეგისტრაციო კოდი
010320000.32.057.016036
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამასახურეთა თანამდებობორივი სარგოების განსაზღვრის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №15

2011 წლის 29 მარტი

ქ. ბათუმი

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავ­რობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად:

1 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მთავ­რობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლი­კის მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №122 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების დანართი №1-ის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემ­წის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე – 1250 ლარი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ერთეულის სახელფასო განაკვე­თის მატებასთან დაკავშირებული დაფინანსება განხორცი­ელდეს აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის გამოყო­ფილი შესაბა­მი­სი ასიგნებიდან.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს სახელფასო განაკვეთის მატებასთან დაკავშირებული საკით­ხის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუ­ჯეტ­ში ცვლილებების დროს გათვალისწინება.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე                   ლ. ვარშალომიძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია