"ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-06
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.136.016059
"ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2011 წლის 25 მარტი

დაბა ხულო

 „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

  „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №10 დადგენილებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:   

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 17 დადგენილების ცოდნა“;

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 17 დადგენილების ცოდნა“;

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის № 17 დადგენილების ცოდნა“;

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილების ცოდნა“;

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №17 დადგენილების ცოდნა“;

    მუხლი 2

  დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    ნ. თავართქილაძე

კრებსითი — სრული ვერსია