"ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილება-დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-06
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016057
"ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში ცვლილება-დამატებების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2011 წლის 25 მარტი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში    ცვლილება-დამატებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

      მუხლი 1

 „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 სექტემბრის №24 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება-დამატებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) შიდა აუდიტის სამსახური“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

 „9. გამგეობის შიდა აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვას, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით გამგეობის საქმიანობის სრულყოფას, ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრას და პრევენციას“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   ნ. თავართქილაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია