ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-06
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.167.016036
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

(ძალადაკარგულია - 06.02.15 №10)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

201 1 წლის 31 მარტი

ქ. ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის და ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 195 მუხლის შესაბამისად, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას

საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – ქ. ლაგოდეხში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოქმედი ნორმატიული ფასის 10 პროცენტი;

ბ) უძრავი ქონების (გარდა მიწისა) სარგებლობის ფორმით გადაცემისას – ნივთის საბაზრო ღირებულების 10 პროცენტი, ამასთან შენობა-ნაგებობების საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასი, რომელზეც განთავსებულია შესაბამისი შენობა-ნაგებობა;

გ) მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას – ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების არანაკლებ 10 პროცენტისა.

3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 მაისის №16 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     გ. გოზალიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია