ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
7
მიმღები ორგანო
მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.109.016026
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №7

2011 წლის 31 მარტი

ქ. მარტვილი

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შემოღებულ იქნე ს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. (დანართი №1 თან ერთვის)

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 მარტის №5 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი  ბ. მიქავა

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - მარტვილ ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 30 .03.201 2 წ.

 

დანართი № 1

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შესახებ

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2.

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 პროცენტს.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია:

ა) 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1პროცენტი;

  ბ) 100000 ლარისა და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების – 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) საკარმიდამო მიწებისათვის – 76 ლარი;

ბ) სათიბებისათვის – 19 ლარი;

გ) საძოვრებისათვის – 15ლარი;

დ) სახნავი და სხვა მიწებისათვის – 76 ლარი.

    მუხლი 5

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობების ტყეების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვ ეთია 20 ლარი.

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

№

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1მ2-ზე (ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ2-ზე (3x4)

1

ქალაქი მარტვილი

0.6

0.24

0.144

2

მარტვილის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში

 

0.45

 

 

0.24

 

 

0.108

 

    მუხლი 8

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:

ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები;

გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.

    მუხლი 9

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისად, დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

კრებსითი — სრული ვერსია