თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4/3
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-04
სარეგისტრაციო კოდი
210200010.35.157.016041
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებაში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, ცვლილებების შეტანის თაობაზე

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4/3

2011 წლის 30 მარტი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №2/3 დადგენილებაში და დადგენილებით დამტკიცებული მე-2 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3

მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 0,5 ლარს თვეში, ხოლო იურიდიული პირის, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის – 10 ლარს 1 კუბურ მეტრ ნარჩენზე“.

2. გაუქმებულად ჩაითვალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №3/2 დადგენილება.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე               გ. მესტვირიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია