„ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
5
მიმღები ორგანო
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-04
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.125.016026
„ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 5

2011 წლის 31 მარტი

ქ. ტყიბული

„ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 და დგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე -16 მუხლის მე -2 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202 -ე და 204 -ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1. შეტანილ იქნ ეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქონების გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ “ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 09.03.2011 წ. ) მე-4  მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს:

 

გადასახადის განაკვეთი (ლარი/ჰა)

სახნავი მიწები

სათიბები

საძოვრები

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწები

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

60

19

15

10

3

                                                                                                                                                    “.

მუხლი 2. შეტანილ იქნ ეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №3 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , 09.03.2011წ.) და დადგენილებას დაემატოს 4 1 მუხლი შემდეგი რედაქციით:

შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთი ;

ბ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;

გ) ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე საკარმიდამო, საბაღე -საბოსტნე და სააგარაკო ნაკვეთები. “.

მუხლი 3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო და ეკონომიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ზ. ობოლაძეს.

მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              დ .  ქათამაძე

კრებსითი — სრული ვერსია