"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-04
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.104.016056
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №13

2011 წლის 24 მარტი

ქ. წალენჯიხა      

 „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, ამავე კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

  შეტანილ იქნეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №4 დადგენილებაში (სსმ, 18.03.2011 წ.) შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 აპრილის №9 დადგენილება “.

 2. ამ დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი 71:

     „მუხლი 71

    საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

 ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 600 კვადრატულ მეტრს;

 ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი არ აღემატება 24 კვადრატულ მეტრს“.

    მუხლი 2

  ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის  1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

თავმჯდომარე               კ. ციმინტია

 

კრებსითი — სრული ვერსია