„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-06
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.134.016028
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №9

2011 წლის 25 მარტი

დაბა ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის  24 აგვისტოს  №20 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის  24 აგვისტოს №20 დადგენილებაში ( საქართველოს საკანამდებლო მაცნე V; № 21; 03.09.10 წ;  მუხ. 601) შეტანილ იქნეს  შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგეობას აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.“.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურა“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) შიდა აუდიტის სამსახური.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავჯდომარე                                                                                          ბ. დიასამიძე

კრებსითი — სრული ვერსია