საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №311
2006 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისათვის ვლადიმერ სანიკიძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს მიენიჭოს ვლადიმერ სანიკიძის სახელი და ეწოდოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვლადიმერ სანიკიძის სახელობის საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 ნოემბრის ბრძანებულება №695-სსმIII, №156,21.11.2006წ.,მუხ.2154