საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2450
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-20
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-11
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.001.322
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.21) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 46-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.“.

2. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს არასრულწლოვნის უფლებების დაცვის მიზნით.“.

3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 811 მუხლი:

     „მუხლი 811. არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას საკუთარი თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებზე ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2450-IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია