საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1 7 7
2011 წლის 1 აპრილი
ქ . თბილისი
,, საზღვარგარეთ საქარ თ ველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შ ესახებ � საქ ა რთველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,, ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად, ,, საზღვარგარეთ საქ ა რთველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქ ა რთველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ( სსმ III , 2010 წ ., №63, მუხ . 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები :
ა) ბრძანებულების:
ა . ა ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. საზღვარგარეთ საქართველოს დ ი პლომატიური წარმომადგენლობის (გარდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობისა) ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს არასრული დასახელება � ,, საქართველოს საელჩო� და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განთავსების ქალაქი.�;
ა . ბ ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 22, 23 და 24 პუნქტები:
,, 22. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს სრული დასახელება.
23. საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე და შტამპზე აღინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაცია ს თან საქართველოს წარმომადგენლობის სრული დასახელება.
24. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა წარმოადგენს როგორც საქართველოს საელჩოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობას, ადგილსამყოფელ ქვეყანასთან მიმოწერისას იყ ე ნებს საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმოწერისას � საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკს.�;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის:
ბ . ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.�;
ბ . ბ ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში და საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.
6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე პერუს რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში.�;
ბ . გ ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ :
,,19. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ტაილანდის სამეფოსა და შრი - ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში.�;
ბ . დ ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ :
,,23. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) და საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სან - მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში.�;
ბ . ე ) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ :
,,28. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან.�;
ბ . ვ ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ :
,,36. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე მონაკოს სამთავროში.�;
ბ . ზ ) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ :
,,46. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლიხტენშტაინის სამთავროში.�;
2. ეს ბ რ ძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი