საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №412
2006 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
მ. ლომინაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორს მერაბ ლომინაძეს უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 24 თებერვლის №170 ბრძანებულება „ვ. მანაგაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 თებერვლის ბრძანებულება №74-სსმIII, №21,11.02.2008წ.,მუხ.238