გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-06
სარეგისტრაციო კოდი
200140030.35.161.016046
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

ქ. გარდაბანი

2011 წლის 31მარტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ

დაადგინა :

მუხლი 1

ამოღებულ იქნეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილებიდან მუხლი 2 მთლიანად.

მუხლი 2

გაუქმებულ იქნეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილების დანართი №2 მთლიანად.

მუხლი 3

შეტანილ იქნეს ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №6 დადგენილების დანართ №1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი

1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) ქ. გარდაბნის ტერიტორიაზე გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN=IMGXITLXCXK, სადაც:

ა) CN– არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMGM–G არის ქ. გარდაბნის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,52-ს;

გ) ITL- არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:

გ.ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ. გარდაბანი) – 1.2-ს;

გ.ბ) პერიფერიული ზინისთვის (გარდაბნის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია)– 0.8-ს;

დ) C-არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K–არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 70-ს.

2. პირველი პუნქტის მიხედვით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN (ლარი)

ცენტრალური ზონა (ქ. გარდაბანი)

0,52

1.2

0.24

70

10.4832

პერიფერიული ზონა (გარდაბნის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია)

0.52

0.8

0.24

70

6.9888

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრული და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. გარდაბნისთვის დადგენილი ფასის 70%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 7.33824 ლარს.“.

მუხლი 4

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 5

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის. ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია