საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2009-08-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №86

2006 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა დანართის მიხედვით.

 მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 11 აგვისტოს ბრძანებულება №503-სსმIII, №101,14.08.2009წ.,მუხ.1111

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მაგისტრალური მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა

 


 

 

პ ლ ა ნ შ ე ტ ი 1

 

1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური სამსახურებ­რივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი დათბილული ქუდი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

 


 

პ ლ ა ნ შ ე ტ ი 2

 

 1. საგაზაფხულო-საშემოდგომო ყოველდღიური სამსახურებრივი ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის წინაფრიანი ქუდი, მწვანე ფერის ჯემპრი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი საწვიმარი ფეხსაცმელი.

 2. ზამთრის ყოველდღიური სამსახურებრივი (საველე) ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი, მწვანე ფერის დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

 


 

 

 

პ ლ ა ნ შ ე ტ ი 3

 

ზამთრის ყოველდღიური ფორმა – მწვანე ფერის შარვალი, მწვანე ფერის დათბილული ქუდი (მწვანე ფერის ნაქსოვი ნიღაბი), კომუფლირებული (დამცავი ფერის) დათბილული ქურთუკი, მწვანე ფერის მაისური, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

 

 

 


 

 

 

პ ლ ა ნ შ ე ტ ი 4

 

სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი მწვანე ველზე, რომელსაც გარს არტყავს შავი კანტი. ფარს ქვევიდან ზევით კვეთს მწვანე ზოლი, რომელზედაც არის წარწერა: ინგლისური აბრევიატურა SPPD, მარჯვენა ზედა კუთხეში გამოსახულია გადაჯვარედინებული ხმლები, მარცხენა ქვედა კუთხეში ხუთჯვრიანი კომპოზიცია.

სამკლავურის ზედა ნაწილში დამატებით შევრონზე გამოსახულია წარწერა: „შსს“.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია