"გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4458-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-03-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-01
სარეგისტრაციო კოდი
360160000.05.001.016257
"გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში   დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 26.12.2007, მუხ. 404) 22-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ის მოქმედი არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომლის ფუნქციონირებაც დაიწყო ამ კანონის ამოქმედებამდე, ექვემდებარება ნებართვის აღებას 2014 წლის 1 იანვრამდე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 და 21 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნებართვის მისაღებად წარდგენილი გზშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს როგორც გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზს (ეკოლოგიურ აუდიტს), ისე მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემამცირებელ ღონისძიებათა გეგმას.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 მარტი.

№4458–Iს

კრებსითი — სრული ვერსია