საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №684
1997 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 აგვისტოს №402 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 აგვისტოს №402 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის დებულების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კომიტეტის სწავლული მდივნის თანამდებობა შეიცვალოს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობით.
ე. შევარდნაძე