„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის №217 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
512
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2003-10-12
გამოქვეყნების თარიღი
2003-10-17
სარეგისტრაციო კოდი
010340000.05.002.000002
„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის №217 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №512

2003 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის №217 ბრძანებულებასა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიე­რებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის №217 ბრძანებულებასა (სსმ III, 2003 წ., №47, მუხლი 419) და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დადგინდეს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 11 სახელმწიფო პრემია და მათი მინიჭება მოხდეს ლუწ წლებში.

თითოეული სახელმწიფო პრემია განისაზღვროს 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

სახელმწიფო პრემიები მიენიჭოთ 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს“.

2. ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების დებულების“ მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ორი პრემია მედიცინის დარგში.“.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) საქარ­თველოს 2004 წლის ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას გაითვალისწინოს სათანადო ასიგნებათა გამოყოფა მედიცინის დარგში ერთი სახელმწიფო პრემიის დამატებით დაწესებასთან დაკავშირებით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია