საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №522
1999 წლის 2 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს №409 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე
„საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების დებულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 აგვისტოს № 409 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების მე-7 მუხლს დაემატოს „კ“ პუნქტი: „კ) ამ მუხლის „ბ“, „გ,“ „დ,“ „ე,“ „ვ,“ „ზ,“ „თ“ პუნქტებში ჩამოთვლილ პირთა მეუღლეებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მეუღლითურთ ოფიციალური მოწვევის წარდგენის შემდეგ, ოფიციალური მოწვევის ვადით“.
2. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების მე-7 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს დაემატოს: „საქართველოს უმაღლესი დიპლომატიური რანგების მქონე პირებს დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის უფლება უნარჩუნდებათ სამუდამოდ“.
3. საქართველოს დიპლომატიური პასპორტების დებულების 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დებულებაში ჩამოთვლილ არჩევით და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ პირებს დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო ვადის ან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
საქართველოს ყველა უწყებამ, რომელიც შეიტანს შუამდგომლობას პასპორტის გაცემაზე, უზრუნველყოს მათი მფლობელების სხვა თანამდებობაზე გადასვლის ან სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში პასპორტების ჩამორთმევა და მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისათვის გადაცემა“.
4. საქართველოს სამსახურებრივი პასპორტების დებულების 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დებულებაში ჩამოთვლილ არჩევით და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფ პირებს დიპლომატიური პასპორტებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო ვადის ან თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.
საქართველოს ყველა უწყებამ, რომელიც შეიტანს შუამდგომლობას პასპორტის გაცემაზე, უზრუნველყოს მათი მფლობელების სხვა თანამდებობაზე გადასვლის ან სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში პასპორტების ჩამორთმევა და მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისათვის გადაცემა“.
ე. შევარდნაძე