საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №355
1999 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
„უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახების სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 იანვრის №37 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„უმწეო მდგომარეობაში მყოფ მარტოხელა პენსიონერთა ოჯახების სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 29 იანვრის №37 ბრძანებულების მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ ბრძანებულების მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალების შესრულების მიზნით საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს გამოეყოს საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი“.
ე. შევარდნაძე