საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №276
1998 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
შეტანილ იქნეს „ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შემდეგი ცვლილებები:
1. საბჭოს შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს ვარდიკო ნადიბაიძე.
2. საბჭოს შემადგენლობაში დაინიშნონ:
დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი;
ირაკლი მანაგაძე – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ე. შევარდნაძე