ე. ყამარაულისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
449
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2008-09-16
გამოქვეყნების თარიღი
2008-09-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ე. ყამარაულისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №449

2008 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

ე. ყამარაულისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორს ეთერ ყამარაულს  უფლებამოსილება,  რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის პირთა მიღების შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კ. სურგულაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 3 სექტემბრის №508 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია