საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №260
2008 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხისა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №484 ბრძანებულება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 15 მაისიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 მაისის ბრძანებულება №261-სსმIII,№75,23.05.2008წ., მუხ.810
2. ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 ნოემბრის ბრძანებულება №860-სსმIII, №146,27.11.2009წ.,მუხ.1697
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხა და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეული | თანამდებობრივი სარგო |
| 1. | სამსახურის უფროსი | 1 | 5300 |
| 2. | სამსახურის უფროსის მოადგილე | 1 | 4700 |
| 3. | ანალიტიკური სამმართველოს უფროსი | 1 | 2950 |
| 4. | ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველოს უფროსი | 1 | 2350 |
| 5. | საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი | 1 | 2950 |
| 6. | მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული სამმართველოს უფროსი |
1 |
2950 |
| 7. | ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი | 1 | 2350 |
| 8. | მთავარი ბუღალტერი | 1 | 2300 |
| 9. | მთავარი სპეციალისტი | 10 | 2300 |
| 10. | უფროსი სპეციალისტი | 2 | 1760 |
| 11. | სპეციალისტი | 8 | 1525 |
| 12. | საქმისმწარმოებელი | 2 | 880 |
| 13. | მძღოლი | 1 | 650 |
|
| სულ: | 31 |
|
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 20 მაისის ბრძანებულება №261-სსმIII,№75,23.05.2008წ., მუხ.810