საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №484
2007 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 741 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2007 წლის 29 ივნისის საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №32 - სსმ III, №12, 25.01.2008 წ., მუხ.166
2. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 16 მაისის ბრძანებულება №260 - სსმ III, №73, 16.05.2008 წ., მუხ.792
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფინანსური მონიტორინგის სამსახურის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეული | თვიური სარგო |
| 1. | სამსახურის უფროსი | 1 | 5300 |
| 2. | სამსახურის უფროსის მოადგილე | 2 | 4700 |
| 3. | დეპარტამენტის უფროსი | 3 | 4100 |
| 4. | ანალიტიკური სამმართველოს უფროსი | 1 | 2950 |
| 5. | ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველოს უფროსი | 1 | 2350 |
| 6. | საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი | 1 | 2350 |
| 7. | იურიდიული სამმართველოს უფროსი | 1 | 2950 |
| 8. | მეთოდოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი |
1 |
2950 |
| 9. | სარევიზიო სამმართველოს უფროსი | 1 | 2950 |
| 10. | ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი | 1 | 2350 |
| 11. | მთავარი ბუღალტერი | 1 | 2300 |
| 12. | მთავარი სპეციალისტი | 13 | 2300 |
| 13. | წამყვანი სპეციალისტი | 7 | 2000 |
| 14. | უფროსი სპეციალისტი | 7 | 1760 |
| 15. | სპეციალისტი | 12 | 1525 |
| 16. | საქმისმწარმოებელი | 2 | 880 |
| 17. | მძღოლი | 2 | 650 |
|
| სულ: | 57 | 125 730 |
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №32 - სსმ III, №12, 25.01.2008 წ., მუხ.166