თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს
დადგენილება №5/32
2011 წლის 29 მარტი
ქ. ფოთი
„ თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ,
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ თვითმმართველი ქალაქ ფოთის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2011 წლის 24 თებერვლის №3/18 დადგენილებაში (სსმ 10/03/2011) , კერძოდ: დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, ამ დადგენილების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის დაკვეთით, დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნის საფუძველზე.“ .
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე