საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
150
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2002-04-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №150

2000 წლის 11 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საბაჟო სისტემის ინსტიტუციონალური განვითარების, საბაჟო სისტემიდან საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის, საბაჟო დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაში დახმარების გაწევის, საბაჟო დეპარტამენტისათვის ტექნიკური და ინტელექტუალური დახმარების გაწევისათვის და საგარეო-სავაჭრო ოპერაციებზე კონტროლის ოპტიმალური მექანიზმის ჩამოყალიბებაზე ტენდერის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 5 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ.მაჭავარიანი), საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად (დ.ონოფრიშვილი) განახორციელოს კონტროლი „საბაჟო სისტემისა და საქონლის  გადაზიდვამდე ინსპექტირების მომსახურების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია " ITS ( Intertek Testing Ser­vices International Limited)"  შორის ხელმოწერილი ხელშეკრუ­ლებით მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და პრო­ექ­­­ტის განხორციელების მიმდინარეობაზე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია