,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-01
სარეგისტრაციო კოდი
020023000.35.149.016048
,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2011 წლის 30 მარტი

ქ. კასპი

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4, მე-5 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 81 ლარი.

    მუხლი 5

სათიბებისა და საძოვრების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისთვის) – 19 ლარი;

ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 16 ლარი.“.

     „მუხლი 8

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია:

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

 

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქალაქ კასპში

0,24

1,05

0,25

2

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, გარდა ქალაქ კასპისა

0,24

0,46

0,11

 

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           დ. მესროფაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია