„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 სექტემბრის №566 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
306
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 სექტემბრის №566 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №306

2000 წელი 16 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 სექტემბრის  №566 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 სექტემბრის № 556 ბრძანებულებაში და დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ ქ. მოსკოვში, არბატის ქ. №42-ში არსებული №1 ნაგებობის საქართველოს საკუთრებად აღიარების გამო ერთ თვეში უზრუნველყოს ქ. მოსკოვში სამსახურის ფილიალის – კულტურულ ცენტრ „ქართული სახლის” ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და ფილიალის ფუნქციონირების გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება”.

2. „საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 სექტემბრის № 566 ბრძანებულებით დამტკიცებულ №1 დანართს დაემატოს – ივერია-სერვისი №2 დანართს – ქობულეთის სახელმწიფო რეზიდენცია “ივერია”.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია