„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-05
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.151.016039
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 მარტის N15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2011 წლის 30 მარტი

დ.სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 15 მარტის №15 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულიად ირიცხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, ხოლო გადახდილი ბე-ს თანხა არ უბრუნდება აუქციონის მონაწილეს.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ქონების შემძენის, შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, ქონების მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე, არ აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთვოს იგი. ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე, ხოლო ქონების მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით.

მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ.მალანია

 

კრებსითი — სრული ვერსია