ადგილობრივი (ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-30
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-23
სარეგისტრაციო კოდი
230130000.35.151.016036
ადგილობრივი (ქონების)გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2011 წლის 30 მარტი

დ. სტეფანწმინდა

ადგილობრივი ( ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60, 202-ე, 204-ე და 206-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად ,

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1 .შემოღებულ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ქონების გადასახადი და დადგინდეს მისი განაკვეთები:

1.რეზიდენტი საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის ქონების გადასახადი შეადგენს:

ა)რეზიდენტი საწარმოსათვის /ორგანიზაციისათვის-მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე და არამატერიალურ აქტივებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე-საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

ბ) არარეზიდენტი საწარმოსათვის -საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე,არამატერიალურ აქტივებზე,ლიზინგით გაცემულ ქონებაზე,მ.შ.იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ არსებულ ქონებაზე-საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.

2. ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დაბეგრვის ობიექტია მის საკუთრებაში არსებული:

ა) უძრავი ქონება (მათ შორის , დაუმთავრებელი მშენებლობა,შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი),იახტები (კატარღები),შვეულმფრენები,თვითმფრინავები.

ბ) არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;

გ) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები და არამ ატერიალური აქტივები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.

3. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზეგადასახადი წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადი , გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა)100. 000ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,08 პროცენტი.

ბ)100.000 ლარისა და მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,9 პროცენტი.

მუხლი 4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი შეადგენს:

1.

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი(ლარი/ჰა)

 

სახნავი და სხვა მიწებისთვის 1ჰა (კარგი, მწირი)

საკარმიდამო 1ჰა (კარგი, მწირი)

სათიბები 1 ჰა

საძოვრები 1 ჰა

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები 1 ჰა

25 ლ.

ბუნებრივი რესურსების სარგებლო -ბისთვის გამოყოფილ მიწაზე 1 ჰა 3 ლ.

კარგი

56 ლ.

 

მწირი

5 1 ლ

კარგი

56 ლ

მწირი

5 1 ლ

2,5 ლ

გაკულტუ -

რებული

16 ლ

1,5 ლ

გაკულტუ -

რებული

 10 ლ

 

2. ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი განსაზღვრული ქონების გადასახადთან დაკავშირებით დაწესდეს შეღავათი და წლიური განაკვეთი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი

 

სახნავი და სხვა მიწები 1 ჰა

(კარგი, მწირი)

საკარმიდამო 1ჰა კარგი,მწირი

სათიბები 1 ჰა მ.შ.

გაკულტურე -ბული

საძოვრები 1 ჰა მ.შ. გაკულტურე -ბული

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები 1 ჰა

ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის გამოყოფილ მიწაზე 1 ჰა

51 ლარი

 

51 ლარი

2,5 ლარი

1,5 ლარი

25 ლარი

3 ლარი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 აპრილის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 29.04.2011 წ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 06.06.2011 წ.

5.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1კვ.მ მიწაზე ქონების გადასახადი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე შეადგენს 0,192 ლარს წელიწადში (საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი ×0,8 ტერიტორიულ კოეფიციენტზე), გარდა დაბა სტეფანწმინდისა და სამთო-სათხილამურო, საკურორტო დასახლება დაბა გუდაურისა .

6.დაბა სტეფანწმინდაში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1კვ.მეტრზე შეადგენს 0,24 ლარს წელიწადში(საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი×1,0ტერიტორიულ კოეფიციენტზე).

7. სამთო-სათხილამურო, საკურორტო დასახლება დაბა გუდაურის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 1კვ.მეტრზე შეადგენს 0,36 ლარს წელიწადში (საბაზისო განაკვეთი 0,24 ლარი×1,5 ტერიტორიულ კოეფიციენტზე).

8.ყაზბეგი ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწაზე ქონების გადასახდისაგან განთავისუფლდნენ პირები:

 ა) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებულ მიწის ნაკვეთებზე ;

 ბ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირები, ამ ბინებზე დამაგრებულ მათ თანასაკუთრებაში არსებულ მიწებზე.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 ივნისის №17 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 6 ივნისის №19 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის დადგენის შესახებ“

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე

გ.მალანია

შეტანილი ცვლილებები:

1 . ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 0 აპრილის დადგენილება №23 - ვებგვერდი , 29.04.2011 წ .

2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 მაის ის დადგენილება № 27 - ვებგვერდი , 06.06 .2011 წ .

3. ძალადაკარგული - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტ ის დადგენილება №15 - ვებგვერდი , 02 .0 4.2012 წ .

კრებსითი — სრული ვერსია