ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2011 წლის 30 მარტი
ქ. ბაღდათი
„ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. „ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ , ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №47 დადგენილების პრეამბულაში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 181 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების შესაბამისად.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. რობაქიძე