„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
513
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-08-29
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №513

1999 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

„ნავთობის მსუბუქი,  საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულებაში ცვლილებების თაობაზე

ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების დაბეგვრისა და აღრიცხვის გაუმჯობესების ღონისძიებათა გეგმაზომიერი განხორციელების შედეგად მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა დარგის აღრიცხვიანობასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. ახალი საბაჟო რეჟიმის ფუნქციონირების მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში საბიუჯეტო შემოსავლებმა დაახლოებით ცხრა მილიონ ლარს მიაღწია, რაც ადრინდელი შემოსავლების რამდენიმე თვის მოცულობას უტოლდება. ამასთან, განხორციელებულმა ღონისძიებებმა გამოავლინა საგადასახადო ვალდებულებების დაზღვევისა და უზრუნველყოფის მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობა. ქვეყნის გაზრდილი სატრანზიტო პოტენციალის მომსახურებისათვის საჭიროა დამატებით ავამოქმედოთ ფინანსური უზრუნველყოფის გამო­უყენებელი რესურსები, განსაკუთრებით სარკინიგზო გადაზიდვებისა და მომსახურების სფეროში. დარგის აღრიცხვიანობის გაუმჯობესების, საგადასახადო შემოსავლების შემდგომი ზრდის, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით:

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 ივლისის №434 ბრძანებულების მეორე პუნქტს დაემატოს მეოთხე აბზაცი:

„დროებით, საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანამდე, ნება დაერთოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტს ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმების  თანაბრად მიიღოს შპს საქართველოს რკინიგზის მიერ საქარ­თველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მისაღები ფორმით გაცემული თავდებობა.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია