საქართველოს პარეზიდენტის
ბრძანებულება №616
1998 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
ვ. ქუთათელაძის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად დანიშვნისა და „ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე დაინიშნოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრად.
2. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 31 იანვრის №137 ბრძანებულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობას დაემატოს ვახტანგ ქუთათელაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი.
ე. შევარდნაძე