2000 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
390
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-06-25
გამოქვეყნების თარიღი
1999-06-30
სარეგისტრაციო კოდი
190040000.05.002.001587
2000 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №390

1999 წლის 25 ივნისი

 ქ. თბილისი

2000 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

       საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატიური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ  კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 დეკემბრის №771 ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგნოზო წინადადებების) შერჩევისა და დაფინანსების წესის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს 2000 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალი თანდართული დანართის მიხედვით.

2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შერჩევისას იხელმძღვანელონ მხოლოდ ამ ჩამონათვალით.

3. სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების პასუხისმგებელმა სამ­თავრობო დაწესებულებებმა 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღების შემდგომ ინფორმაცია 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამების რეალიზაციის მიმდინარეობის თაობაზე პერიოდულად მიაწოდონ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს.

4. საქართველოს ძალოვანმა სამინისტროებმა ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით ერთ თვეში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განსახილველად წარუდგინონ 2000 წლისათვის დაგეგმილი ქვეყნის სამხედრო და თავდაცვითი, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის განმტკიცების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამები.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია