საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №499
1999 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების თაობაზე
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 8 ივლისის №405 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების III თავის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დეპარტამენტის სტრუქტურა
– დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
– დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი
– ინსპექცია
– სასაზღვრო ძალების განვითარების სამმართველო
– სასაზღვრო პოლიტიკის საერთაშორისო-სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო
– კადრებთან მუშაობის სამმართველო
– ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო
– საგეგმო-საფინანსო სამმართველო
– სასაზღვრო ძალების ბაზირებისა და მშენებლობის სამმართველო
– საინფორმაციო-ანალიზური სამმართველო
– ოპერატიულ-სამძებრო სამმართველო
– სამედიცინო სამმართველო
– კულტურისა და სპორტის განყოფილება
– პრესის სამსახური
– სასაზღვრო ძალების შტაბი“.
2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე პუნქტი:
„33. ოპერატიულ-სამძებრო სამმართველოს ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სასაზღვრო ზონაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უზრუნველყოფა, სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება, დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი ხასიათის წინმსწრები ინფორმაციის მოპოვება და მათზე სამართლებრივი რეაგირება.“.
3. „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დებულებაში სტრუქტურული ცვლილება განხორციელდეს დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში.
ე. შევარდნაძე