საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №546
1999 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, რაიონული და საქალაქო სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 ივნისის №381 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, რაიონული და საქალაქო სასამართლოების აპარატთა სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 ივნისის №381 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მეორე პუნქტი ჩაითვალოს მესამე პუნქტად.
2. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მეორე პუნქტი:
„საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით რაიონული (საქალაქო), აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში შესაბამისად იცვლება აღნიშნულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწის და სხდომის მდივნის საშტატო ერთეულის რაოდენობა“.
ე. შევარდნაძე