„მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №373 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
466
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1999-07-31
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №373 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

 ბრძანებულება №466

1999 წლის 31 ივლისი

 ქ. თბილისი

„მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №373 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„მაგისტრალური ნავთობსადენებისა და გაზსადენების უსაფრთხოების დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის №373 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანებულების მე-6 პუნქტში სიტყვები „სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“ (ი.ზაზაშვილი)“ შეიცვალოს სიტყვებით „სააქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან (ა. გოცირიძე)“, შემდეგ როგორც ტექსტშია.

2. ბრძანებულების მე-7 და მე-8 პუნქტებში სიტყვები „სააქციო საზოგადოება „საქტრანსგაზმრეწვთან“ შეიცვალოს სიტყვებით „სააქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან“, შემდეგ როგორც ტექსტშია.

3. ბრძანებულების მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ სააქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ორ თვეში შეიმუშაოს მაგისტრალური გაზსადენების, ნავთობსადენებისა და სუფსის სახმელეთო ტერმინალის ექსპლუატაციის ტექნიკური უსაფრთხოების წესები.

10. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ სააქციო საზოგადოება საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციასთან, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციასთან, სხვა დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ახალი ეროვნული ტექნიკური ნორმების შედგენის გეგმაში გაითვალისწინონ მაგისტრალური მილსადენების სამშენებლო ნორმებისა და წესების შემუშავება.“

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია