საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №553
1998 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების საკითხების ,,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის მიზნით:“.
2. ბრძანებულების მე-7 პუნქტში სიტყვები ,,1998 წლის 1 ოქტომბრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით ,,1999 წლის 1 თებერვლიდან“.
3. ბრძანებულების მე-8 პუნქტში სიტყვები ,,1998 წლის 1 დეკემბრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით ,,1999 წლის 1 მარტიდან“.
4. ბრძანებულება ძალაშია 1998 წლის 1 ოქტომბრიდან.
ე. შევარდნაძე