საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2386
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-06-06
გამოქვეყნების თარიღი
2003-07-01
სარეგისტრაციო კოდი
080.000.000.05.001.001.307
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 302-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 302. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ადგილსამყოფლის მოშლა

1. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის ბუნებრივი საბინადრო ან გამრავლების არეალის მოშლა ან იმ ადგილების სხვა დანიშნულებით გამოყენება, სადაც საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობა ბუნებრივად ბინადრობს ან ხარობს, რამაც გაუფრთხილებლობით ამ ადგილებში ცხოველის ან მცენარის სახეობის გადაშენების საფრთხე შექმნა, –

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველის ან ველური მცენარის გადაშენება, –

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამიდან ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                   ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 6 ივნისი.

№2386–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია