“საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
697
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
1998-12-18
გამოქვეყნების თარიღი
1999-01-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №697

1998 წლის 18 დეკემბერი

 ქ. თბილისი

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის  საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

გათვალისწინებულ იქნეს უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო ხელისუფლებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და „საქართველოს ფინასთა სამინისტროსთან არსებული ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 ივნისის №359 ბრძანებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: მიხეილ ჭკუასელი, თამაზ მაღლაკელიძე, ოლეგ ნიკოლეიშვილი, თედო ნინიძე.

2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ნიკოლოზ ლეკიშვილი – გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე

მიხეილ ჩიქვილაძე – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

ე.შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია