საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიისათვის სახელწოდების შეცვლისა და „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
437
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-10-17
გამოქვეყნების თარიღი
2002-10-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიისათვის სახელწოდების შეცვლისა და „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №437

2002 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიისათვის სახელწოდების შეცვლისა და „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიას შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი.

2. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია), ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უზრუნველყონ აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის საუნივერსიტეტო პროფილის სრულყოფის ღონისძიებათა განხორციელება.

3. „საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის სტატუსის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №327 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესდების მთელ ტექსტში სიტყვა „აკადემია“ შეიცვალოს სიტყვით „უნივერსიტეტი“;

ბ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „სსიპ სსზსა“ შეიცვალოს სიტყვებით „სსიპ სსზსუ“.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია