საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №327
2001 წლის 13 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის სტატუსის შესახებ
„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. (ძალადაკარგულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.746
3. ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია).
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებულება №426 - სსმ III, №120, 08.11.2001 წ., მუხ.861
2. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულება №437 - სსმ III, №105, 22.10.2002 წ., მუხ.912
3. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.746
4. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 დეკემბრის ბრძანებულება №1064 - სსმ III, №149, 23.12.2005 წ., მუხ.1649
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის
წ ე ს დ ე ბ ა
(ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ბრძანებულება №473 - სსმ III, №69, 10.06.2005 წ., მუხ.746