„სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №357 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
312
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2000-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2000-07-25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №357 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №312

2000 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

„სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №357 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილებები „სასოფლო-სამეურნეო კვლევის, განათლებისა და დანერგვის სისტემის რეფორმის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №357 ბრძანებულების პირველი პუნქტით შექმნილ სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში:

1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნენ: ბაკურ გულუა, ოთარ კაკაურიძე, გიორგი ჭუმბურიძე.

2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

კობა გვენეტაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

ბეჟან გონაშვილი – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

გიორგი შონია – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.

3. დავით კირვალიძეს თანამდებობად მიენიშნოს სოფლის მეურ­ნეობისა და სურსათის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია